საბერძნეთი: ათენი კალამბაკა, მეტეორების ექვს დღანი ჯგუფური ტური 17-22 მაისს - ტური არააქტიურია

საბერძნეთი: ათენი კალამბაკა, მეტეორების  ექვს დღანი ჯგუფური ტური 17-22 მაისს

05/17/2022 - 05/22/2022
ტური არააქტიურია
6 დღე - 1499 GEL

ტურისტული კომპანია "GI TOURS" 17, 18, 19 , 20 , 21 , 22 მაისს (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა), გთავაზობთ ჯგუფურ ტურს ათენში.

 

ტურის აღწერა;

17 მაისი (სამშაბათი) - პირველი დღე:
06:10 საათი - გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ქართული დროით)
08:00 საათი - ჩასვლა ათენის საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
09:30 საათი - დაბინავება სასტუმროში
11:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
1) მონასტირაკის მოედანი;
2) ადრიანეს ბიბლიოთეკა
3) რომაული აგორა, ქარების კოშკი;
4) ძველი აგორა
5) პავლე მოციქულის და ადრიანეს ქუჩები
6) ფილოპაპოსის გორა
19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

 

18 მაისი (ოთხშაბათი) - მეორე დღე:
✔09:00 საათი, საუზმე სასტუმროში. 10:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
1) კერამეიკოსის არქეოლოგიური ზონა
2) აკროპოლისი
3) პლაკა (ძველი ქალაქი);
4) აკროპოლისის მუზეუმი;
5) ზევსის ტაძარი;
6) ადრიანეს თაღი.
19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.

 

19 მაისი (ხუთშაბათი) - მესამე დღე:
✔09:00 საათი, საუზმე სასტუმროში. 10:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
1) სინტაგმას მოედანი, ეროვნული ბაღი, ზაპაეიონი;
2) პანათინაიკოსის ოლიმპიური სტადიონი;
3) არისტოტელეს ლიცეუმი
4) ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი
5) ლიკავიტოსის გორა (ქალაქის უმაღლესი წერტილი, ფუნიკულიორი, ათენის პანორამული ხედები).
19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.


20 მაისი (პარასკევი) - მეოთხე დღე:
09:00 საათზე გამგზავრება მიკროავტობუსით კალმბაკაში (მეტეორები) მიმართულებით და 14:50 საათზე ჩასვლა კალამბაკაში

✔კალამბაკა - მცირე ზომის ქალაქი, მდებარეობს საბერძნეთის ცენტრში, თესალიის მდაბლობის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. ქალაქთან ახლოს მოედინება სიდიდით მეორე მაგრამ, საბერძნეთის ისტორიაში მნიშვნელობით პირველი მდინარე პინეოსი. ქალაქი წელიწადში 2 მილიონზე მეტ ტურისტს იღებს, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის, რომ იხილონ უნიკალური გეოლოგიური და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი- მეტეორას კლდეები და მონასტრები. იმის მიუხედავად, რომ კალამბაკა მცირე ზომის ქალაქია,გააჩნია კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა : აქ ბევრი კომფორტული სასტუმრო და მაღაზიებია. გააჩნია ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლები.
კალამბაკას გასასვლელში, მეტეორას გზაზე მდებარეობს ქალაქის მუზეუმი. მისი ექსპონატები ქალაქის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობენ. მუზეუმის მეორე სართულზე ქალაქის ფოტოებია გამოფენილი.
ქალაქში რამოდენიმე პატარა მოედანია შადრევნებით. ამ მოედნებზე სიამოვნებით ისვენებს ადგილობრივი მოსახლეობა. კალამბაკა იზიდავს სტუმრებს თავისი სიმყუდროვითა და განუმეორებელი კოლორიტით, ასევე უგემრიელესი ბერძნული სამზარეულოთი.
ქალაქის მახლობლად, სოფელ კასტრაკისთან,ამაყად დგანან უჩვეულო კლდეები: აგიონ პნევმა და დუპიანი. მათ მწერვალზე , საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები , შემონახულია უძველესი მონასტრების ნანგრევები. ამ კლდეებზე არსებულ გამოქვაბულებში ოდესღაც ბერები ცხოვრობდნენ, ერთ-ერთ გამოქვაბულში კი , რომელიც 630 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ეკლესიაც კი-აგია აპოსტოლი- ააგეს.

✔ თავისუფალი დღე

21 მაისი - მეხუთე დღე:
09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔მეტეორას მონასტრების მონახულება

22 მაისი (კვირა) - მეექვსე დღე:
00:00 საათზე გამომგზავრება კალამბაკადა ათენის აეროპორტში
05:00 საათზე ჩამოსვლა ათენის აეროპორტში

08:30 საათზე გამოფრენა ათენის აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)
12:30 საათზე ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ადგილობრივი დროით)

ტურის ღირებულება გახლავთ 1499 ლარი.

ფასში შედის:

✔ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - ათენი - ქუთაისი) პრიორიტეტი სტატუსი
✔ ბარგი 10 კგ
✔ სასტუმრო 3 ღამე ათენში - 2 ღამისთევა კალამბაკაში,
✔ საუზმეები
✔ტრანსფერი ორივე მიმართულებით (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
✔ კვალიფიციური გიდი რომელიც15 წელია ცხოვრობს საბერძნეთში
✔ სამოგზაურო დაზღვევა

ფასში არ შედის კვება (საუზმის გარდა)
მუზეუმების და შიდა გადაადგილების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 275 ლარს.


დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 11 45 42 გიორგი


გიდის ფეისბუქი https://www.facebook.com/g.mekldeuri


მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგზაურებისათვის

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში.
ან წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით. ან წარადგენს უარყოფით ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს