ტაო-კლარჯეთის საღდგომო 3 დღიანი ტური 6, 7, 8 მაისს 2-ჯერადი კვებით - ტური არააქტიურია


05/06/2022 - 05/08/2022
ტური არააქტიურია
3 დღე - 400 GEL

მოგესალმებით 6- 7- 8 მაისს (პარასკევი - შაბათი - კვირა), "GI TOURS" გთავაზობთ 3 დღიან სააღდგომო დაუვიწყარ ტურს ტაო-კლარჯეთში.

 

6 მაისი (პარასკევი) - პირველი დღე:

✔03:00 გასვლა თბილისიდან
✔გადასვლა სარფის საბაჟოდან (09:00 - 10:00 საათი)
✔ტბეთი - ტბეთის რვამკლავიანი ტაძრის ტიპის ნაგებობები საქართველოში ძალიან იშვიათია
✔ხანძთა - ხანძთის მონასტერი VIII საუკუნეში დაარსა გრიგოლ ხანძთელმა.
✔დოლისყანა - ეკლესიის არქიტექტურა მოწმობს, რომ იგი ტაო–კლარჯეთის ხელოვნების აყვავების უშუალოდ წინა პერიოდში არის აგებული.
✔20:00 სთ დაბინავება სასტუროში, ვახშამი, დასვენება.

7 მაისი (შაბათი) - მეორე დღე:

✔09:00 სთ - საუზმე სასტუმროში
✔იშხანი - იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა.
✔ოშკი - ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978წ), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული.
✔ხახული - საქვეყნოდ ცნობილია ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერში გადააბრძანა, სადაც ხატი ხელახლა მოიჭედა და კარედით შეიმკო. 1952 წლიდან ხატი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.
✔თორთუმის ჩანჩქერი - ულამაზესი პანორამული ხედბი
✔თორთუმის ტბა
✔20:00 სთ დაბრუნება სასტუროში, ვახშამი, დასვენება.

8 მაისი (კვირა) - მესამე დღე:

09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔პარხლის ოთხთა
✔ოთხთა - X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა
✔ნიხახის ციხე
✔კავკასიძეების ციხე (თეკკალე) - ასე მოიხსენიებენ დღეს კავკასიძეების ციხეს, რაც ცალ ციხეს ნიშნავს. პატარა, მაგრამ
თბილისში დაბრუნების დრო: 23:30 სთ. (ველოსიპედის ძეგლი, რედისონი)

ტურის ღირებულება გახლავთ: 310 ლარი

ღირებულებაში შედის:
✔ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
✔ორი ღამისთევა სასტუმროში
✔ორჯერადი კვება სასტუმროში (საუზმე-ვახშამი)
✔კვალიფიციური გიდი

ფასში არ შედის კვება მგზავრობის განმავლობაში.

გასათვალისწინებელი პირობები:
1. კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე);
2. ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი (6 თვე აითვლება პირველი პოზიტიური PCR-ტესტის ჩატარების თარიღიდან 28 დღის შემდეგ);
3. გამგზავრებამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა 6 წლის ასაკიდან).

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 11 45 42 გიორგი
-------------------------------------------------------------------------------------
საზღვარზე გადასვლისას უნდა იქონიოთ ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადმორიცხული თანხა 3 დღით ადრე უკან არ ბრუნდება ტური რომ არ ჩაიშალოს