მოგესალმებით 4,5,6 სექტემბერს გთავაზობთ 3 დღიან ტურს ზემო აჭარაში - ტური არააქტიურია


09/04/2020 - 09/06/2020
ტური არააქტიურია
3 დღე - 175 GEL

მოგესალმებით მეგობრებო, "GIO TOURS გიო ტურსი" 4,5,6 სექტემბერსს
(პარასკევი-შაბათი-კვირა) გთავაზობთ საოცარ 3 დღიან ტურს ზემო აჭარაში.


დღე პირველი:

✔კურორტი ბეშუმი, ზღვის დონიდან 1850-1900 მ.
✔გოდერძის ბოტანიკური ბაღი
✔მწვანე ტბა, მდებარეობს ზღვის დონიდან 2058 მ. სიმაღლეზე. გზად გავივლით აჭარულ იაილებს.
✔გოდერძის უღელტეხილი, ზღვის დონიდან 2025 მ.
✔ღამისთევა გოდერძიზე, საოჯახო სასტუმროში.
✔ხულო (გასირნება საბაგიროთი, ფასი: 2 ლარი).

დღე მეორე:



✔ხიხანის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, სხალთის ხეობის სათავეში, ხიხანის მთის ერთ-ერთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2635 მ. გზად გავივლით აჭარულ იაილებს. გადავდივართ სამხიდიანით. (ფეხით სასიარულო ჯამში 4 კმ. საშუალო სირთულის რელიეფი).
✔სხალთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი და მამთა მონასტერი, მე-12-13 სს.✔ფურტიოს შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი.
✔დანდალოს შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი.
✔მახუნცეთის შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი.
✔მახუნცეთის ჩანჩქერი (სიმაღლე 50 მეტრი).
✔ღამისთევა ბათუმში, საოჯახო სასტუმროში.

დღე მესამე:

✔მტირალას ეროვნული პარკი - წაბლნარის ბილიკი (მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზესი ხეობა: სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, ტბა, ქვეტყე, რომელიც შედგენილია წყავით, კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი. ფეხით სასიარულო ჯამში 7 კმ. მარტივი).
✔მწვანე კონცხი - ბათუმის ბოტანიკური ბაღი (ფეხით სასეირნო სულ 3 კმ. ბილეთის ფასი: საქართველოს მოქალაქე - 8 ლარი; სტუდენტი, პენსიონერი - 2 ლარი;
✔შავ ზღვაში ჭყუმპალაობა სურვილისამებრ :)
✔გამომგზავრება თბილისისკენ.

✔ტურის ღირებულება: 175 ლარი.

✔ხიხანის ციხე მდებარეობს სასაზღვრო ზონაში იქონიეთ პირადობის დამდასტურებელი მოწმობა.

ჩამოსვლის დროის შუალედი: 01:00 – 01:30

ტურის ღირებულებაში შედის

✔მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით;
✔საოჯახო სასტუმროში განთავსება
✔გიდი (გამყოლი).
✔ფოტო გადაღება;
✔ზეციდან დრონით გადაღება
✔Gopro 8 გადაღება
✔Gopro 360 გადაღება

ფასში არ შედის კვება

საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად და ვაწყობთ ერთიან პიკნიკს

გაითვალისწინეთ:

✔არ ვანაგვიანებთ გარემოს!
✔არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
✔არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
✔არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
✔ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 11 45 42 გიორგი
------------------------------------------------------------------------------------
გასვლა რედისონიდან (ველოსიპედის ძეგლი) - 02:00 საათი
დაბრუნება რედისონთან (ველოსიპედის ძეგლი) - 01:00 საათი



ან მომწერედ პირადში https://www.facebook.com/gi.iakobashvili