3 დღიანი დაუვიწყარი ტური თუშეთში (9,10,11 ივლისი) აბანოს უღელტეხილი, ომალო, შენაქო, დიკლო, დართლო, კვავლო, დანო, ჭეშო, და ა.შ - ტური არააქტიურია


07/09/2021 - 07/11/2021
ტური არააქტიურია
3 დღე - 235 GEL

მოგესალმებით 9-10-11 ივლისს (პარასკევი, შაბათი, კვირა) ,,GI TOURS'' გთავაზობთ 3 დღიან ტურს თუშეთსი

9 ივლისი - I დღე:

05:00 სთ-ზე ვიკრიბებით და გავდივართ სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიიდან (ახმეტის მიმართულებით).
✔ აბანოსუღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950 მ. ბულანჩოსწვერისა და დიდგვერდის მთებს შორის)
✔13:00 საათისთვის ჩასვლა თუშეთში და დაბინავება საოჯახო 1 საათიანი შესვენების შემდეგ ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ შენაქო (სამების ეკლესია)
✔ დიკლო - საზღვრისპირა ბოლო სოფელია, ვინაიდან სწორედ მასთან გადის ნეიტრალური ზონა, რომელსაც ჩვენი მესაზღვრეები იცავენ.
18:00 საათისთვის დაბრუნება სასტუმროში, დასვენება.

10 ივლისი - II დღე:

09:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ დართლო - ძალიან დიდი ისტორიის მქონე სოფელია. სარეაბილიტაციო სამუშაოების წყალობით ამ სოფელმა ახალი სიცხოცხლე შეიძინა
✔ კვავლო ( 3 კმ ფეხით სასიარულო აღმართზე,მაგრამ არა რთული)
✔ დანო - ნასოფლარი ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე პირიქითი ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 2040 მეტრი
✔ ჭეშო - სამი კოშკის კომპლექსი მდებარეობს სოფლის სამხრეთ–დასავლეთით 2.5 კმ–ში, კლდოვანი მთის ფერდობზე. კომპლექსი შედგება ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით (200 მ) დაშორებული, ერთ ხაზზე მდგომი სამი კოშკისაგან, რომლებიც ერთიან სათავდაცვო სისტემას წარმოადგენენ.
✔ ფარსმა - ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი. ნასოფლარი შედგება სხვადასხვა დანიშნულების დაახლ. 50 ნაგებობისგან, რომელთა ნაწილი მნიშვნელოვანი გადაკეთებების გარეშეა შემორჩენილი, ნაწილი კი ძლიერაა სახეშეცვლილი. ნასოფლარში ერთი ეკლესია და ორი სალოცავია _ წმ. გიორგის ხატი და წმ. თევდორეს ხატი. ნასოფლარის დას. განაპირას, ჯგუფად მდგარი სამი ციხე-სახლია, მათთან ახლოს კი კოშკი.
✔ ბოჭორნა (ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში )
✔ დოჭუ - მწვერვალზე "ამოსული" მეომართა სოფელი.
✔ 20:30 საათისთვის დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი დრო

11 ივლისი - III დღე:

09:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ ქუეს გადასახედი
✔ კესელოს ციხე - განეკუთვნება XVIII საუკუნეს.
✔ ომალო (ომალოს მუზეუმი და ფოტოგალერეა)
14:30 საათზე - გამომგზავრება თბილისისკენ.
დაბრუნების დრო: 23:00 საათი.

ტურის ღირებულება: 235 ლარი.

ფასში შედის:

✔ტრანსპორტირება კომფორტული მიცუბიში დელიკას მარკის ორხიდიანი ჯიპებით.
✔სასტუმრო -
✔გიდი
✔ფოტო გადარება
✔დრონით გადაღება
✔ვიდეო გადაღება (ტურის შემდგომ გექნებათ ვიდეო რგოლი თქვენი 3 დღიანი თავგადასვლის შესახებ).

ფასში არ შედის კვება, საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად.
 
 
გაითვალისწინეთ:

✔არ ვანაგვიანებთ გარემოს!
✔არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
✔არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
✔არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
✔ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!
 
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 11 45 42 გიორგი
------------------------------------------------------------------------------------
გასვლა რედისონიდან (ველოსიპედის ძეგლი) - 06:00 საათი
დაბრუნება რედისონთან (ველოსიპედის ძეგლი) - 22:30 საათი