მოგესალმებით 2 აპრილი (შაბათი) ,,GIO TOURS'' გთავაზობთ 1 დღიან ტურს კახეთში!
მოვინახულებთ:
გურჯანის ყველაწმინდა
ზეგაანის მონასტერი
ულამაზესი ტყე
ხირსას მონასტერი
ელიას მთა და წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი, რომელიც მეექვსე საუკუნიდან არსებობს და საიდანაც ლამაზი ხედი იშლება ქოჩების ტბაზე.
ხორნაბუჯის ციხეს ( ე.წ თამარის ციხე) - მაღალ მთაზე განლაგებული ციტადელი ახლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე,საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე და კავკასიონზე.პ.ს ფეხით სასიარულო მანძილი გახლავთ ჯამში 1 კმ.
არწივის ხეობა - ბილიკი მიემართება ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებული გადასახედებისკენ საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე (თუ გაგვიმართლებს) მონავარდე ორბების თვალიერება საოცარ განცდას იწვევს მნახველში. მათ გარდა ხეობაში კიდევ 9 სახეობის მტაცაბელი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი.
ფეხით სასიარულო ჯამში გახლავთ 1, 5 კმ.
ტურის ღირებულება გახლავთ: 35 ლარი.
ღირებულებაში შედის :
მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით;
გიდი (გამყოლი).
ფოტო გადაღება;
ზეციდან დრონით გადაღება
Gopro 9 გადაღება
ღირებულებაში არ შედის:
კვება (ერთი დღის სამყოფი საკვები თან უნდა იქონიოთ)
სასურველია:
მოსახერხებელი (სპორტული ) ტანსაცმელი
• მაღალძირიანი ფეხსაცმელი
• მზის სათვალე
• პირადი აფთიაქი
თუ ვინმეს აწუხებს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ალერგია ასთმა და ა.შ.) აუცილებელია გვაცნობოთ.
გაითვალისწინეთ:
არ ვანაგვიანებთ გარემოს!
არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!
საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს!
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 551 11 45 42 გიორგი
------------------------------------------------------------------------------------
გასვლა რედისონიდან (ველოსიპედის ძეგლი) - 07:00 საათი
დაბრუნება რედისონთან (ველოსიპედის ძეგლი) - 22:00 საათი